საქართველოს რკინიგზა 36 მილიონად 200 სატვირთო ვაგონს ყიდულობს

საქართველოს რკინიგზა 36 მილიონად 200 სატვირთო ვაგონს ყიდულობს

საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა 35.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც 200 ცალი სატვირტო ვაგონის შესყიდვა უნდა მოხდეს. ტენდერის თანახმად, ვაგონები, ასევე მისი დეტალები 2023 წელს უნდა იყოს წარმოებული.

“ვაგონი და მისი ყველა დეტალი და კვანძი, მათ შორის საბუქსე კვანძებიანი წყვილთვლები, ავტოსაბმელები, შთანმთქმელი აპარატები ავტორეჟიმები და სამუხრუჭე მოწყობილობები უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში, დამზადებული არაუადრეს 2023 წელს. ვაგონი აშენებული უნდა იყოს არაუადრეს 2023 წელს, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში და არ უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებში. ვაგონის გეგმიური რემონტის პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს რკინიგზების ცენტრალური საბჭოს 2012 წლის 16-17 ოქტომბრის №57 ოქმით დამტკიცებულ ,,საერთაშორისო მიმოსვლაში რკინიგზის საერთო სარგებლობის ლიანდაგზე დაშვებული სატვირთო ვაგონების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის შესახებ დებულებით” გათვალისწინებულ პერიოდულობას, როგორც კალენდარული ნორმატივით, ისე გარბენით (კომბინირებული კრიტერიუმით),”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სატენდერო განაცხადის აღწერა ქართულთან ერთად რუსულადაც არის წარმოდგენილი – ნახევარვაგონის შესყიდვა / закупка полувагона; მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის განმავლობაში/в течение 120 календарных дней со дня заключения договора,”- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების წარდგენა 6-დან 8 ივნისის პერიოდში იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…